წერილი ნინო ხარატიშვილს
არ ვიცი, მერამდენეჯერ ვიწყებ თავიდან...
მართალია, კი მინდოდა ისეთი ეფექტური შესავალი, როგორიც თქვენს წიგნშია, მაგრამ... არა უშავს.
პირველ რიგში, მადლობა იმისათვის,
რომ საერთოდ მოინდომეთ და ეცადეთ, გქონდათ სურვილი, ასეთი რამ დაგეწერათ; და კიდევ მადლობა იმისათვის, რომ
თქვენი სურვილი აისრულეთ, არ შეწყვიტეთ და ეს წიგნი დაწერეთ. მართალია, მე ჯერ მხოლოდ
პირველი ორი თავი მაქვს წაკითხული, მაგრამ ისეთი იყო ეს ნაწილი, რომ ნამდვილად ვაპირებ
მთლიანი წიგნის წაკითხვას.
იცით რა, როცა დასაწყისი
წავიკითხე, აი, ის ნაწილი, მუსიკოსს რომ შეეეხებოდა, ჩემთვის წარმოვიდგინე გაგრძელება,
მომავალი შთაბეჭდილებები და ყველაფერს ვიფიქრებდი, გარდა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული
ისტორიებისა. როცა კითხვა განვაგრძე და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ჩემი ფანტაზიებისგან
რადიკალურად განსხვავებული ამბავი, მეგონა, მომბეზრდებოდა, მაგრამ არა!
დასაწყისში როცა საუბრობთ
მერვე სიცოცხლეზე, ანუ თუ რას ნიშნავს ეს უსასრულო სიცოცხლე, მართალა შთამბეჭდავი იყო,
ამ მონაკვეთს, ანუ პროლოგს, როცა ვკითხულობდი, ვფიქრობდი და თითქოს მესმოდა, როგორ
მეუბნებოდით: არასდროს მიატოვო შენი ოცნება, არ დანებდე! მაგრამ როცა ლაშა ბუღაძე გვესაუბრა
უფრო დეტალურად, თქვენც მოგისმინეთ, მივხვდი,
რომ ეს წიგნი მარტო ოცნებები კი არა, მთლიანი ისტორია იყო და მადლობა, რომ დამანახვეთ ეს!
ყველაზე მეტად ამ წიგნში
ის მომეწონა, რომ შეიძლება ამ ეპოქაზე ისტორიები ბევრჯერ მქონდა ნასწავლი და გაგონილი,
მაგრამ აღმოვაჩინე რაღაც ისეთი, რაც ეხება არა მარტო დიდ პიროვნებებს, არამედ უბრალო
ადამიანებსაც და ეს მესიამოვნა. ვიგრძენი,
რას განიცდის გოგო, რომელიც თმობს ოცნებას, ხელოვნებას საყვარელი მამაკაცის გამო და
უცრუვდება იმედი, რომლის ერთადერთი საზრდო მძიმე წუთებში სწორედ ხელოვნება იყო. გამახსენდა
მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი ,,აპრილის სუსხი“, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ხელოვნების
გადამრჩენელი ძალა, როცა ქვეყანაში შიში და ტერორია; თუ რა გავლენას ახდენს ომი ადამიანის
ფსიქოლოგიაზე და ეს გავლენა როგორ ვრცელდება მის გარშემო მყოფებზე. ძალიან მომეწონა
ამბავი თეკლაზე, რადგან ძალიან ვამსგავსებ ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონის“ მთავარ პერსონაჟს,
რომელიც ბოსტანს უვლის, იმის მიუხედავად, რომ საშიშია, რადგან ეს მისი ერთადერთი იმედია,
არსებობის გამართლებაა.
როცა ვკითხულობდი, ყველაფრის
დეტალურად წარმოდგენის გარეშე არ შემეძლო და ეს მსიამოვნებდა ძალიან!
მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ,
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
პ.ს. ისე ვწერ, თითქოს პირადად
გესაუბრებით, იმედია, წაიკითხავთ და მომავალში კიდევ მომეცემა შესაძლებლობა, რომ კიდევ
გესაუბროთ, ამჯერად პირადად! ნახვამდის!
მეგი პაქსაძე
,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წევრი,
IX კლასის მოსწავლე - შპს განათლება
No comments:
Post a Comment