მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
ემოციებით დატვირთულმა დავამთვრე ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლის”
II ნაწილის კითხვა. ყველაზე მეტად ამ ემოციებს მოულოდნელ დასასრულს დავაბრალებ, რადგან
მართლაც წარმოუდგენელი ფინალი იყო. ამ წიგნმა ნათლად დამანახა ის ეპოქა და თაობათა
შორის სხვაობა, რაც ყოველდღიურობაშიც მკვეთრად ჩანს. განსაკუთრებით კარგად იყო ნაჩვენები ქართველთა ცუდი ჩვევები და მათში საოცარი სიზუსტით იყო ჩაქსოვილი ირონია, რომელსაც
ისევ ქართველები გავიგებთ ყველაზე კარგად და ნათლად. ასევე, საბჭოთა კავშირის მმართველობაზეც
მკაფიოდ იყო გამახვილებული ყურადღება და სრული სიზუსტით გადმოსცემდა მათი მმართველობის
სახეს.
კომენტირებული კითხვის მეთოდმა
კიდევ უფრო დიდი შედეგი გამოიღო, ვინაიდან მე მარტო არ ვფიქრობდი, ჩემი კლასელების
აზრებსაც ვხედავდი კითხვის დროს და ზოგიერთ მათგანს ვეთანხმებოდი, ზოგიერთს არა, თუმცა
მაინც ბევრად უფრო შედეგიანი იყო ასე კითხვა და თამამად ვიტყვი, რომ წიგნიც უფრო საინტერესო
გახადა ამან. კლასში რამდენჯერმე მცირე დისკუსიაც გავმართეთ წიგნზე და ერთმანეთს პირადადაც
გავუცვალეთ აზრები.
რაც შეეხება თავად ავტორს, მე,
ისევე როგორც ბევრი ქართველი, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ახალი თაობის
ქართველი მწერლების მიმართ, თუმცა ამ წიგნმა ეს სტერეოტიპები მთლიანად ჩამოანგრია ჩემ
თვალწინ და გაიშალა დიდი სივრცე, ნიჭიერი ადამიანებით სავსე. საოცრად იყო გადმოცემული
ისტორია და შეუძლებელია არ აღვნიშნო ავტორის ნიჭიერება, ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
კერძო სკოლა ,,ქორალის" XI კლასის მოსწავლე
No comments:
Post a Comment