ბარბარე ჭყონია


„მერვე სიცოცხლე“ - ეს ის წიგნია, რომლის კითხვისასაც ბევრი სხვადასხვადგვარი განცდა დაგეუფლებათ: სიყვარული, სიბრალული, სევდა, სიხარული, თანაგრძნობა, ბედნიერება და სხვა. იგი მკაფიოდ ასახავს ცხოვრებას და მის თანმდევ სირთულეებს, რომელთაც ადამიანი ვერსად გაექცევა, ისეთ პრობლემებს ეხება, რომლებიც დღესაც აქტუალური და ბევრისთვის ნაცნობია. ასევე შთამბეჭდავია ის, თუ როგორ აკრიტიკებს ავტორი ქართველებს, იგი ირონიით ახერხებს იმ ცუდი ჩვევებისა თუ შეხდულებების გაკრიტიკებას, რომლებიც დიდი ხანია გააჩნია ქართველ ხალხს და შეიძლება ჩაგეღიმოთ კიდეც კითხვისას.

ამ წიგნს თან სდევს უდიდესი ტკივილი, რომელსაც მკითხველიც განიცდის, იგი უნებურად ხდება  მიმდინარე მოვლენების მონაწილე. ალბათ, ,,მერვე სიცოცხლის”  საიდუმლოც ის არის, რომ მასში ზუსტად და მკაფიოდ არის ყველაფერი აღწერილი, ამავდროულად, ბევრი რამ ბუნდოვანია და მკითხველისთვის ერთგვარი თავსატეხია. მეორე ნაწილის დასასრულიც კი სრულიად მოულოდნელი და ტრაგიკულია. მასში  საოცრად ღრმა აზრი დევს, რაც მკითხველს მონუსხავს. ვფიქრობ, იგი ბევრს დააფიქრებს საკუთარ მიზნებზე, ოცნებებსა და ღირებულებებზე.

ამ წიგნმა  ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სწორედ ის შეგრძნება დამიტოვა, რომელიც, ჩემი აზრით, კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უნდა ეუფლებოდეს მკითხველს.


ბარბარე ჭყონია
კერძო სკოლა ,,ქორალის” XI კლასის მოსწავლე

No comments:

Post a Comment